კოალიცია ISIS-ის წინააღმდეგ

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშებს 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

www.frontpagemag.com

აშშ-სა და კოალიციური ძალების ავიაიერიშებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიაში, ალეპოში 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტო ავრცელებს.

აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენლების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. აშშ-ში გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ, არც ადასტურებენ.

სტატისტიკური მონაცემებით, კოალიციური ძალების იერიშებს საერთო ჯამში 2000 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1922 ისლამისტი მებრძოლი.

 

კომენტარები