რუსი ბაიკერები საქართველოში

ქართველმა ბაიკერებმა რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტეს

AFP

ვარდების მოედანზე ქართველმა ბაიკერებმა რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტეს. მათი თქმით, ნაცისტური მოძრაობა და პუტინთან დაახლოებული ბაიკერთა ჯგუფი საქართველოში უკანასკნელი კვირაა, რაც გამოჩნდნენ და თავისუფლად გადაადგილდებიან ე.წ. კოლორადოს ბაფთებით, რომელიც იმპერიალისტური რუსეთის რწმენას გამოხატავს.

"ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბაიკერები, მაგრამ როდესაც ბაიკერი მოდის და ვგრძნობთ იმისგან პოლიტიკურ თემებს, ვგმობთ ამას", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციაზე მივიდნენ რუსი ბაიკერებიც, სადაც შეხვედრა გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა მათ უთხრეს, რომ ეს ბაფთა ოკუპაციის სიმბოლოა და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფს, ამიტომ მათ სთხოვეს ამ სიმბოლოთი საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

კომენტარები