სამთავრობო ცვლილებები

კალაძე: სამთავრობო ცვლილებებში პრეზიდენტის ჩართულობა აუცილებელი არ იყო

ტაბულა

საქართველოს ვიცეპრემიერის, კახა კალაძის, თქმით, სამთავრობო ცვილებებში პრეზიდენტის ჩართულობა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო. ამის შესახებ კალაძემ იმედის ეთერში, გადაცემა იმედის კვირაში ისაუბრა.

კალაძის თქმით, მთავრობის დაკომპლექტება კონსტიტუციით უშუალოდ პრემიერმინისტრის მოვალეობაა. მან ასევე დაამატა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო.

"პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობა კონსტიტუციიდან გამომდინარე არ იყო. ჩვენ დღეს ახალ რეალობაში გვიწევს მოღვაწეობა. კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით გადადო ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენის საკითხი,  მე აქ გარკვეულ პრობლემებს ან უთანხმოებას ვერ ვხედავ, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება იყო, რომელიც მან გამოიყენა", - განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები