რეზო ჩხეიძე

რეზო ჩხეიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

medianews.ge

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

რეზო ჩხეიძის სახელს უკავშირდება კინონარკვევები: ჩვენი სასახლე, ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ასევე ფილმები: მაგდანას ლურჯა, ჩვენი ეზო, განძი, ღიმილის ბიჭები, ნერგები, ჯარისკაცის მამა, მშობლიურო ჩემო მიწავ და ა.შ.

რეზო ჩხეიძე დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და სხვადასხვა სახის ჯილდოთი. 1963-1981 წლებში ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი იყო. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგად მუშაობდა.

ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს. 

კომენტარები