კრიზისი უკრაინაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლი 95-ჯერ გახსნეს

Reuters

უკრაინაში რუსი ინტერვენტები გააქტიურდნენ. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლი 95-ჯერ გახსნეს, რაც ფაქტობრივად მინსკის შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობას შეესაბამება.

მძიმე არტილერიით დაიბომბა უკრაინელ სამხედროთა პოზიციები დონეცკისა და მარიუპოლის მახლობლად. სოფელ შიროკინოში გუშინ უკრაინელი სამხედროები რუსი ინტერვენტების შეტევას ექვსი საათის განმავლობაში იგერიებდნენ.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში საბრძოლო მოქმედებების ზონაში მძიმე შეიარაღების გამოყენების გამო, რომელიც, მინსკის შეთანხმების თანახმად, გამყოფი ხაზიდან უნდა გაეყვანათ.  

კომენტარები