გიორგი ამაშუკელი

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს

გიორგი ამაშუკელი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამაშუკელმა პრემიერმინისტრისგან დღეს პირველი დავალება მიიღო, დაინტერესდეს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებით და აქტიურად ჩაერთოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებში.

გიორგი ამაშუკელი დღემდე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დამთავრებული აქვს თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი–სპეციალობა: ბიზნეს და კომერციული სამართალი.

კომენტარები