ქართულ-ამერიკული წვრთნები

ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში ბორნით ჩამოვა

USArmyEurope

ბულგარეთიდან საქართველოში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოიგზავნა. ამის ამსახველ კადრებს ევროპაში ამერიკული სარდლობა ავრცელებს. სარკინიგზო შემადგენლობა ქალაქ ვარნიდან ბორნით ბათუმში ჩავა.

მანევრები Noble Partner 2015 ვაზიანში 11 მაისს დაიწყება. მასში ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და ამერიკელი მედესანტეების რამდენიმე ასეული მიიღებენ მონაწილეობას.

წვრთნების მიზანი NATO-ს სწრაფო რეაგირების ძალების შემადგენლობაში ქართული და ამერიკული კონტინგენტების თავსებადობის ზრდაა.

კომენტარები