ნაციონალური ფრონტი

უფროს ლე პენს ნაციონალური ფრონტის წევრობა შეუჩერდა

Reuters

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ნაციონალური ფრონტი მის დამფუძნებელს ჟან მარი ლე პენს გაემიჯნა, ორგანიზაციაში მისი წევრობა შეაჩერა და მისი საპატიო პრეზიდენტობის სტატუსის გადახედვას აპირებს. ამის მიზეზი გახდა კონფლიქტი ლე პენსა და მის ქალიშვილს, ფრონტის მოქმედ ლიდერს მარინ ლე პენს შორის.

კონფლიქტი ლე პენ-უფროსის რადიკალურმა განცხადებებმა გამოიწვია. კერძოდ, ის, რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდი იყო. მარინ ლე პენმა მამამისს პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ცოტა ხნის წინ ლე პენი დათანხმდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას რეგიონული არჩევნებიდან, თუმცა, საკუთარი თავის ნაცვლად 25 წლის შვილიშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ამავე დროს, ლე პენი-უფროსი ევროპარლამენტისა და ერთ-ერთი ადგილობრივი საბჭოს წევრად რჩება.

კომენტარები