სოფლის მეურნეობა

ქართული ღვინის ექსპორტი წელს 58%-ით შემცირდა

agenda.ge

2015 წელს, აპრილის ჩათვლით, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7.9 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინო, რაც წინა წელთან შედარებით 58%-ით ნაკლებია. ექსპორტის კლება ორ წამყვან ბაზარზე, რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. რუსეთში ღვინის გადატვირთების მოცულობა 76%-ით, ხოლო უკრაინაში 57%-ით შემცირდა. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ღვინის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. ექსპორტირებული ღვინის მოცულობა $23.4 მილიონს შეადგენს.

კლების მიუხედავად, ზოგიერთ ბაზარზე ექსპორტის ზრდაც შეიმჩნევა, ასეთებია: ჩინეთი +87%, ბელარუსი, +27%, დიდი ბრიტანეთი +79 და სხვა, თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.  

სააგენტოს მონაცემებით, წელს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1.5 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რომლის ღირებულბაც $4.5 მილიონს შეადგენს. ქართული ბრენდის მთავარ ბაზარსაც 58%-ით რუსეთი წარმოადგენს, მეორე უმსხვილესი ბაზარი კი უკრაინაა. 

კომენტარები