აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

აშშ-ის პრეზიდენტობა რესპუბლიკელ მაიკ ჰაკაბისაც სურს

http://www.huffingtonpost.com/

არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან არკანზასის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰაკაბი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში 2008 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მის გარდა, რესპუბლიკური პარტიიდან 2016 წლის არჩევნებზე კანდიდატობისთვის ბრძოლას სენატორები რენდ პოლი, ტედ კრუზი და მარკო რუბიო, ასევე ბენ კარსონი და კარლი ფიორინა აპირებენ. 

"ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, რომ დღეს, აქ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მე კენჭს ვიყრი პრეზიდენტის პოსტზე იმიტომ, რომ კარგად ვიცი სხვაობა მხოლოდ სიტყვებსა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას შორის", - განაცხადა არკანზასის ყოფილმა გუბერნატორმა.

კომენტარები