საწვავის ფასი

საწვავის ფასი ზოგიერთმა ქსელმა ლიტრზე 5 თეთრით გაზარდა

http://pirveliradio.ge

გალფის ქსელში დღეს ყველა საწვავის ფასი ლიტრზე ხუთი თეთრით გაიზარდა. ფასების ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება, რადგანაც კომპანიები საწვავს უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ, რეალიზაციას კი ეროვნულ ვალუტაში ახდენენ. სხვა კომპანიებმა საწვავის ფასის ცვლილება გასული კვირის მანძილზე მოახდინეს.

გალფის ქსელში ახალი ფასები ასე გამოიყურება:

G-Force პრემიუმი - 1.99

G-Force ევრო რეგულარი - 1.93

ევრო რეგულარი - 1.83

ევრო დიზელი - 1.83

დღეისათვის ყველაზე დაბალი საფასო კატეგორიის საწვავის ღირებულება ლიტრზე 1.73-1.76-ის მონაკვეთშია. საშუალო საფასო კატეგორიის საწვავის ღირებულება ლიტრზე საშუალოდ 1.82-1.86-ის მიდამოებშია, ხოლო შედარებით ძვირადღირებული პროდუქტების ფასები 1.99-ისა და 2.03-ის შუალედში მერყეობს. 

საწვავის ფასის დღევანდელი ზრდის მიუხედავად, მსოფლიოში საწვავის ფასის შემცირების გამო, საქართველოში მისი ფასი წინა წელთან შედარებით 5-7%-ით არის შემცირებული.

საწვავის შედარებით დაბალი ფასის გამო ეროვნული ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარზე სრულად არ ასახულა, რის გამოც ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით სტაბილური იყო. ბენზინის გაძვირების შემდეგ კი, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელიც გაიზრდება. 

კომენტარები