ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტი

შს სამინისტრო: ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

REUTERS

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის მძღოლის ცემის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სამართალმდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული გიორგი ფ. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მძღოლის - მოქალაქე ანზორ პ-ს ცემის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 მაისს დიღმის მასივში გიორგი ფ-მ ანზორ პ-ს სახის არეში ხელის დარტყმით დაზიანება მიაყენა. გიორგი ფ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნუგზარ წიკლაურის მძღოლს თავს 4 მაისს დაესხნენ. ინციდენტი წიკლაურის სახლთან მოხდა.

 

კომენტარები