სამთავრობო ცვლილებები

ალასანია: თავისუფალი დემოკრატები მთავრობას მხარს არ დაუჭერენ

Forbes Georgia

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს მთავრობაში თანამდებობებს ინარჩუნებენ ის მინისტრები, რომლებმაც ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანეს.

"ეს მთავრობა ის მთავრობაა, რომელიც ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, პოლიტიკურ, სოციალურსა და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც დღის წესრიგში დგას და ქვეყანაში სწრაფად უნდა გადაიჭრას. ეკონომიკური გუნდი იმავე შემადგენლობითაა, რომელმაც შეიყვანა ეს ქვეყანა ასეთ ეკონომიკურ ჩიხში, აქედან გამომდინარე, თავისუფალი დემოკრატები არ დაუჭერენ მხარს მთავრობას", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს გუშინ წარუდგინა.

განახლებული სიით, მხოლოდ 3 მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.

კომენტარები