სამთავრობო ცვლილებები

მაჭავარიანი: ეს მთავრობა უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განახლებული მთავრობის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, მათი პოზიცია უცვლელია და ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

„ეს მთავრობა უნდა წავიდეს, ჩვენ გვყავს უნიათო მთავრობა და უნიათო პრემიერმინისტრი. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მათ მხარდაჭერას. კითხვას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ პრემიერი და ეკონომიკური გუნდი არ იცვლებიან. მათი უნიათობაა, რამაც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. ჩვენ მოვთხოვთ მათ პასუხს, რატომ არ წარმოადგინეს გეგმა და რატომ მიიყვანეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს გუშინ წარუდგინა.

განახლებული სიით, მხოლოდ 3 მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.

კომენტარები