კრიმინალი

გორში, ერთი ძმა მოკლეს, ხოლო მეორე - დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, 35 წლის მამაკაცმა ერთი თანასოფლელი მოკლა, ხოლო მისი ძმა - დაჭრა. სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში, გორის რაიონის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს და განმარტავს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები