არჩევნები ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

AP

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა. ქვეყნის მოსახლეობამ თემთა პალატის 650 წევრი უნდა აირჩიოს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, წამყვანი პოლიტიკური ძალების, კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიების რეიტინგი თითქმის თანაბარია. რის გამოც შესაძლოა, ვერცერთმა პარტიამ დამოუკიდებლად უმრავლესობა ვერ ჩამოაყალიბოს.

პრემიერ დევიდ კამერონის კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე რეფერენდუმი დაინიშნება.

კომენტარები