ნადეჟდა სავჩენკო

სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

გუშინ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკოს საქმე განიხილა და ის წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დატოვა.

სასამართლომ უკრაინის რადისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სავჩენკოს იმუნიტეტი კვლავ არ აღიარა და მის გათავისუფლებაზე უარი თქვა.

სავჩენკოს ბრალი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება, რასაც ის უარყოფს.

კომენტარები