ირანი

ირანმა მარშალის კუნძულების კუთვნილი სატვირთო გემი გაათავისუფლა

reuters.com

ირანმა ჰორმუზის სრუტეში დაკავებული სატვირთო გემი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანმა მარშალის კუნძულების კუთვნილი გემი 28 აპრილს, ჰორმუზის სრუტეში დააკავა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული გემის დაკავება კომერციულ დავას უკავშირდება და პოლიტიკურ მოტივებთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამინისტრო დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

კომენტარები