რუსი ბაიკერები

ბერლინის სასამართლომ რუს ბაიკერებს ქვეყანაში შესვლის ნება დართო

cbsnews.com

ბერლინის სასამართლომ გერმანიაში რუსი ბაიკერების შესვლაზე აკრძალვა გააუქმა. ბაიკერებს, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ბერლინამდე ლაშქრობის გამართვა უნდოდათ, ქვეყანაში შესვლა ფედერალურმა პოლიციამ აუკრძალა.

პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები საკუთარ ტერიტორიაზე არც პოლონეთმა შეუშვა. თუმცა, ბერლინის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

რუსი ბაკერები გერმანიაში ჩასვლას იტალიის საკონსულოს მიერ გაცემული შენგენის ვიზებით აპირებენ. 

კომენტარები