ახალი მთავრობის დამტკიცება

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პრემიერმინისტრს მოუსმინეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პრემიერმინისტრს მოუსმინეს. 2 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პრემიერმინისტრმა გააცნო. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გამოჩნდებოდა შესწევს თუ არა ოპოზიციას ძალა თვალი გაუსწოროს იმ პროგრესს, რომელსაც ხელისუფლებამ მიაღწია. პრემიერმინისტრმა ყურადღება განათლების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცე-ჰეპატიტის მკურნალობა უფასო გახდა, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სფეროებზეც ისაუბრა. პრემიერმინისთვის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აარადამიანური მოპყრობა წარსულს ჩაბარდა, ხოლო პატიმრების მკურნალობისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა. ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისა საქართველომ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება.

პრემიერმინისტრის გამოსვლის იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამდაცვი უწყებების მუშაობას ეხებოდა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ხმაური მოჰყვა. გამოსვლის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიღწევები ქართული ოცნებისას შეადარა.

კომენტარები