თბილისის ბიუჯეტი

ნარმანია: ცოტა გვიან დავიწყეთ ბიუჯეტის თანხების ხარჯვა, მაგრამ პრობლემა არ არის

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ პირველ კვარტალში აუთვისებელი თანხა წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტზე გადანაწილდება. დავით ნარმანია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით საკრებულოს უმცირესობის შენიშვნებს პასუხობს.

"პირველი კვარტლის ბიუჯეტის გეგმა ამბიციური იყო, და ის ¼-ზე მეტი იყო. გარდა ამისა, იანვარი ყოველთვის, ეკონომიკური აქტივობისა და საერთოდ სამუშაოების კეთების თვალსაზრისით, ნაკლებად აქტიური პერიოდია. აქედან გამომდინარე, ცოტა გვიან დაიწყო ბიუჯეტის თანხების ხარჯვა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, აქტიური სამუშაოების დროს დაბალანსდება და წლის განმავლობაში გონივრულ მაჩვენებელზე გავალთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კომენტარები