ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შეიძლება თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლოს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია - უნიკალური საგანძური ადგილმდებარეობას შეიცვლის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ სად განთავსდება ცენტრი, თბილისში თუ მცხეთაში.

სწორედ ეს ფაქტი გახდა კიდევ ერთი ბრალდების მიზეზი ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას მხრიდან განათლების მინისტრის მისამართით. კუდავას განცხადებით, მცხეთა ცენტრისთვის ოპტიმალური ადგილია, რაც თამარ სანიკიძის წინააღმდეგობის გამო ფერხდება. მისი თქმით, ამ საკითხზე თამარ სანიკიძემ არაერთი შეხვედრა ცენტრის წარმომადგენლების გარეშე გამართა.

"დაიწუნეს მცხეთის ვარიანტი, თუმცა ამ შეხვედრაზე ჩვენ არავინ არ დაგვიძახა. მისი წარმოდგენით, სამების კომპლექსში შენობის აგება უფრო სწრაფად მოხდებოდა, შესაბამისად, ტერიტორიის საკითხი უფრო მალე გადაწყდებოდა" , - განაცხადა კუდავამ.

თამარ სანიკიძე მცხეთაში ცენტრის განთავსებისთვის ხელშეშლას უარყოფს. მისი თქმით, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მცხეთისგან განსხვავებით უწყებაში უკვე აქტიურად მუშაობენ ავლაბრის პროექტზე.

მცხეთაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესაძლო განთავსებას დადებითად აფასებს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. 

ახალი ხელმძღვანელის ვინაბა კონკურსის წესით, სავარაუდოდ 16 მაისამდე გახდება ცნობილი. კონკურსში მონაწილეობას ძველი დირექტორიც იღებს.

კომენტარები