ხანძარი ქობულეთში

ქობულეთში ხანძრის დროს სამი მოზარდი დაიღუპა

ქობულეთში სასტუმრო არმაზი დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ, გვიან ღამით სასტუმროს მესამე სართულზე ცეცხლი გაჩნდა და რამდენიმე წუთში მთლიანი შენობა დაიწვა. სასტუმროში ფოლკლორული ანსამბლის სიხარული 2-ის 30-ზე მეტი მოზარდი იმყოფებოდა. დაღუპულთა ასაკი 10-12 წელია.

ცეცხლწაკიდებული სასტუმრო პოლიციის ეკიპაჟმა შენიშნა და სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია რაც 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები