სოფლის მეურნეობა

ჩინეთმა საქართველოს $20 მილიონის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აჩუქა

REUTERS

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის $20 მილიონის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აჩუქა. ტექნიკა ორი განსხვავებული პროექტისთვის არის გამიზნული. საქართველოსა და ჩინეთს შორის სოფლის მეურნეობაში პარტნიორობის შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა. 

ჩინეთის პარტნიორობით მარნეულში 30 ახალი სათბური აშენდება, პროექტის ფარგლებში ჩინურმა მხარემ საქართველოს $9 მილიონის ღირებულების სხვადასხვა ფუნქციის ტექნიკა გადმოსცა. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველომ 30 თანამედროვე სამელიორაციო ტექნიკა მიიღო. 

2015 წლის აპრილში ჩინეთის რესპუბლიკამ კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში საქართველოს უსასყიდლოდ $11 მილიონის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადმოსცა. 

კომენტარები