ტრაგედია ქობულეთში

ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10 000-ლარიანი დახმარება გადაეცემათ

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ.

გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს კი, ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.

"საქართველოს პრემიერმინისტრი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთელ საქართველოს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქობულეთში, სასტუმრო არმაზში გუშინ გამთენიისას გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 10-12 წლის ბიჭები ფოლკლორული ანსამბლის, სიხარული 2-ის წევრები იყვნენ, რომლებიც ქობულეთში რუსთავიდან ფესტივალზე ჩავიდნენ. მეხანძრეებმა სხვა ბავშვების დროულად ევაკუაცია შეძლეს, შენობა კი მთლიანად დაიწვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები