გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი არა ადამიანის, არამედ ბუნების შექმნილია

0 კომენტარი
ტკბილი კარტოფილი ბუნებრივად გენმოდიფიცირებულია ფოტო: Getty Images

ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი არა ადამიანის, არამედ ბუნების შექმნილია. საქმე პერუს ენდემურ ჯიშს, ტკბილ კარტოფილს ეხება, რომელშიც დაახლოებით 8 ათასი წლის წინ ბუნებრივად ჩაინერგა ნიადაგის ერთ-ერთი ბაქტერიის დნმ-ი. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნებლობასთან დაკავშირებით არსებობს დისკურსი, აღმოჩენა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ათასწლეულების მანძილზე იყო ადამიანის რაციონში და არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოუწვევია ამ პროდუქტების მიმართ ეჭვებს გაფანტავს. 

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით ის გენეტიკური ინფორმაცია, რაც ამ კარტოფილში იქნა მიკვლეული სხვა არცერთი ჯიშის კარტოფილში არ არის აღმოჩენილი. გენის წყაროს ნიადაგის ბაქტერია წარმოადგენს, რომლიდანაც დაახლოებით 8 ათასი წლის წინ შემთხვევით დნმ-ის კულტივირება კარტოფილში მოხდა, მას შემდეგ ეს კონკრეტული გენი ამ ჯიშის კარტოფილში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ტკიბილი კარტოფილის საკვებად გამოყენება პერუს ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო ჯიში მსოფლიოში გენმოდიფიცირებული სახით გავრცელდა. 

ადამიანებს ჯერ კიდევ 12 ათასი წლის წინ ხელოვნური გადარჩევის გზით გამოჰყავდათ ახალი უფრო გამძლე და პროდუქტიული ჯიშის მცენარეები და ცხოველები. ხელოვნურად ცოცხალი ორგანიზმების შეჯვარება იმ მიზნით, რომ მათი შთამომავლობა უფრო პროდუქტიული იყოს პრაქტიკულად გენეტიკური ინჟინერიის არსს წარმოადგენს. გენმოდიფიცირებაც გენეტიკური ინჟინერიის სახეობაა, ოღონდ ამ შემთხევვაში ის არეალი, საიდანაც ადამიანებს შეუძლიათ აიღონ გარკვეული ნიშან-თვისების მატარებელი გენი გაცილებით უფრო ფართოა და პოტენციურად გაცილებით უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. 

მეოცე საუკუნის ბოლოდან ბაქტერიებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დნმ-ის სხვა ორგანიზმებში გადანერგვა დაიწყო. გენმოდიფიცირების მიზანს ახალი უფრო გამძლე ჯიშების მიღება წარმოადგენს. გენმოდიფიცირების გამოყენებით მსოფლიოში მრავალი გლობალური პრობლემის, მათ შორის შიმშილის მოგვარება არის შესაძლებელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები