კუბა

საფრანგეთის პრეზიდენტი ჰავანას ეწვია

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი კუბას ეწვია. ფრანსუა ოლანდი პირველი დასავლელი ლიდერი გახდა, რომელიც ჰავანაში გასული საუკუნის 80-ანი წლების შემდეგ ჩავიდა. იგი კუბის ლიდერ ფიდელ კასტროს, ასევე მთავრობის მეთაურ რაულ კასტროს შეხვდა.

ფრანსუა ოლანდი კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დათბობას მიესალმა და ვაშინგტონს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა. მან ასევე ჰავანას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები