NDI-ის კვლევა

NDI: პრეზიდენტი - 52%, ალასანია - 51%, ბაქრაძე - 44%, პრემიერი - 40%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 87%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს, 2%-ს კი არ მოსწონს.

გიორგი მარგველაშვილი 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, ხოლო 21%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. მოწონების მაჩვენებლის მიხედვით, 1 პუნქტით ჩამოუვარდება პრეზიდენტს ირაკლი ალასანია. ის გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს.

დავით უსუფაშვილი 45%-ს მოსწონს, 25%-ს არ მოსწონს.

კვლევის თანახმად, ენმ-ის წევრი დავით ბაქრაძე უფრო მეტ გამოკითხულს მოსწონს, ვიდრე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ბაქრაძეს 44% აქვს, პრემიერს - 40%.

კახი კალაძე 37%-ს მოსწონს, 35%-ს არ მოსწონს. თინა ხიდაშელი 33%-ს მოსწონს, 34%-ს არა. ექსპრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი 30%-ს მოსწონს, 47%-ს არ მოსწონს.

მანანა კობახიძე 28%-ს მოსწონს, ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი 26-26%-ს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები