NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 35%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 21%-ის შეხედულებებთან ახლოს პარტია ქართული ოცნება დგას, ხოლო 13%-ის შეხედულებებთან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 5% თავისუფალ დემოკრატების ასახელებს, 3-3% კი, ლეიბორისტულ პარტიას და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. 

კომენტარები