კორძაია რესპუბლიკელებში

გოგუაძე: საერთოდ მიკვირს, რომ თამარ კორძაია დარჩა უმრავლესობის წევრად

ტაბულა

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრ ნინო გოგუაძისთვის გასაკვირია, რომ დეპუტატი თამარ კორძაია ზოგადად უმრავლესობაში დარჩა. 

"თამარ კორძაია არის ადამიანი, რომელსაც აქვს ღირებულებები და პრინციპების მიხედვით აყალიბებს თავის მოსაზრებას. ის, რომ ამდენი ხანი დარჩა ფრაქცია ქართულ ოცნებაში, სადაც იყო მისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელი ერთობა, უფრო გასაკვირია, ვიდრე ის, რომ დატოვა. ვიცნობ რა თამარ კორძაიას, მე საერთოდ მიკვირს, რომ დარჩა უმრავლესობის წევრად", - თქვა გოგუაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანის განცხადებით კი, კორძაია ყოველთვის რესპუბლიკელებთან ასოცირდებოდა.

"მე ისიც მიკვირდა, რატომ შევიდა ფრაქცია ქართულ ოცნებაში. ის თავიდანვე ასოცირდებოდა რესპუბლიკელებთან. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია. უცნაური ის იყო, რომ ის იყო სხვა ფრაქციაში", - თქვა რატიანმა.

დეპუტატი თამარ კორძაია ფრაქცია ქართული ოცნებიდან ფრაქცია რესპუბლიკელებში გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა ის პარტია ქართულ ოცნებას. რესპუბლიკურ ფრაქციას პარლამენტში 9 დეპუტატი ჰყავს.

კომენტარები