უბედური შემთხვევა

შუახევში, სოფელ დარჩიძეებში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

metro.us

შუახევში, სოფელ დარჩიძეებში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, 22 და 24 წლის ბიჭები გუშინ საღამოს მდინარე ჩირუხისწყალში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს, სავარაუდოდ, ნისლის გამო, გზა აებნათ, ფეხი დაუცურდათ და მდინარეში ჩავარდნენ. 

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები