საყდრისი-ყაჩაღიანი

სასამართლო საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს ადგილზე დაათვალიერებს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

თბილისის საქალაქო სასამართლო მხარეების, მოწმეებისა და სპეციალისტთა მონაწილეობით, საყდრისი-ყაჩაღიანს ადგილზე დაათვალიერებს. შესაბამისი განჩინება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გუშინ მიიღო.

"2015 წლის 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე კახა კოჟორიძის და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხე საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და საქმეში მესამე პირად ჩართული, RMG Gold-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული აქტების საფუძველზე, კომპანია RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ”აღება-დაშლის ” თანხმობა მიეცა. უზრუნველყოფის ღონისძიებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მიიღო განჩინება მხარეთა, მოწმეთა და სპეციალისტთა მონაწილეობით, ობიექტის ადგილზე დათვალიერების შესახებ", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის განხილვა გაგრძელდება 18 მაისს, 12:00 საათზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები