ტერორიზმი

ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია

www.frontpagemag.com

ისლამური სახელმწიფოს ლიდერის მოადგილე, აბუ ალაა ალ-აფრი მოკლულია - ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოეთ ნაწილში, თალ აფარში მომხდარ საჰაერო შეტაკებებს ალ-აფრის გარდა ISIS-ის უშიშროების ძალების უფროსი, აკრამ ქირბაში ემსხვერპლა. აკრამ ქირბაში ცნობილი იყო მეტსახელით მსაჯულთა მსაჯული.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი არ ადასტურებს. მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან ISIS ჯერჯერობით თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მარტში მომხდარი საჰაერო შეტაკებების დროს სერიოზულად დაშავდა.

 

კომენტარები