საქართველო-NATO-ს ურთიერთობა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა

AFP

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს არ აღიარებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ანტალიაში, NATO-ს მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ის ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო.

"ჩვენი მუდმივი გზავნილი ისაა, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან. ჩვენ ვაპირებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელზეც შევთანხმდით, ეს გულისხმობს წვრთნებს და საწვრთნელი ცენტრის შექმნას საქართველოში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ არ ვცნობთ რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებებს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ და მასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები