ბ.ბ.კინგის გარდაცვალება

ბლუზის მეფე ბ.ბ.კინგი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: lovebscott.com

89 წლის ასაკში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი და ბლუზმენი ბ.ბ.კინგი ლას ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ბ.ბ. კინგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბლუზმენად ითვლება. მისმა მუსიკამ ბლუზისა და ბლუზ როკის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. ის როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრია და Rolling Stone-ის ვერსიით ყველა დროის ნომერ მეექვსე საუკეთესო გიტარისტია. მას ზედმეტსახელად ბლუზის მეფე შეარქვეს.

15 გრემის ჯილდოთი კინგი ბლუზმენებში პირველ ადგილზეა. 1987 წელს კი გრემი მუსიკაში შეტანილი წვლილისათვისაც მიიღო.

ბლუზის მეფე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მუშაობდა და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ კონცერტს მართავდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები