შვედეთი-რუსეთი

შვედეთი რუსეთის ჰომოფობიისა და სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ზომებს იღებს

SPAS

შვედეთში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტების ინიციატივით, რუსეთის წყალქვეშა ხომალდების აქტივობის თავიდან ასაცილებლად შვედეთის წყლებში მანათობელი ნიშანი განთავსდა. მასზე გაკეთებული წარწერა იუწყება: აქეთ წამოდით, თუ ჰომოსექსუალი ხართ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოგესალმებით შვედეთში - ჰომოსექსუალიზმი 1944 წლიდან - ეს წარწერა ე.წ მომღერალი მეზღვაურის მანათობელ ნიშანზე როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზეა გაკეთებული.

რუსეთი ცნობილია თავისი ჰომოფობიური აქტივობებით, რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონის თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ერთსქესიანი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება აიკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს შვედეთის მთავრობამ შვედეთის წყლებში რუსული სამხედრო საიდუმლო აქტივობის შესახებ გამოთქვა ეჭვი. საეჭვო ხომალდის ერთკვირიანი ძებნა უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები