17 მაისი

ჰომოფობიას იუსტიციის სამინისტროსთანაც აპროტესტებენ

ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს ინიციატივით იუსტიციის სამინისტროსთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით - “ყველა თანასწორია”, “სიძულვილი არჩევადია, ორიენტაცია არა”, "გამოხატვის თავისუფლება ჩემი უფლებაა", “ შევიცვალე სქესი, შემიცვალე საბუთი”, და ა.შ.

ეს მესამე აქციაა, რომელიც დღეს თბილისში, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. დილით არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ. გარდა ამისა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა ჰომოფობია გააპროტესტა ვაჩნაძის ქუჩაზეც.

კომენტარები