ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე

პრემიერი: ქართული ოჯახი არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და ქართულ ოჯახებს გაძლიერება უსურვა.

„მინდა, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გასულ წელს გამოაცხადა.

კომენტარები