ლა ლიგა 2014-15

ბარსელონამ ლა ლიგა 23-ედ მოიგო

uefa.com

თავის პირველ სამწვრთნელო სეზონში, ლუის ენრიკემ ბარსელონას 23-ე ლა ლიგის ტიტული მოაგებინა. იმაში, რომ ეს ასე იქნებოდა, ბოლო დროს ეჭვი ცოტას ეპარებოდა, თუმცა ოფიციალურად ყველაფერი ლიონელ მესის გოლით გაფორმდა - ბარსელონამ სტუმრად ატლეტიკო, არგენტინელის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთით დაამარცხა და კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა.

მესამე ადგილზე მყოფი ატლეტიკოს ფეხბურთელები კლაუდიო ბრავოს კარს რამდენჯერმე დაემუქრნენ, მაგრამ ბარსას მეკარე საიმედოდ თამაშობდა. საბოლოოდ, 65-ე წუთზე პედროს პასით, მესიმ წერტილი დასვა.

"ეს პირველია. ახლა აღნიშვნის დროა, რადგან ეს ყველაზე რთული ტურნირია - შენ ყველა გუნდთან გიწევს თამაში. ახლა ერთი ტიტული გვაქვს, ორი გვაკლია და დარჩენილია ორი თამაში. ისტორიული სეზონია", - განაცხადა მატჩის შემდგომ სერხიო ბუსკეტსმა.

კომენტარები