კრიმინალი

ბავშვების ცემის ფაქტზე წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს

REUTERS

გურჯაანში ბავშვების ცემის ფაქტზე წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 126-ე მუხლით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები