აგრარული უნივერსიტეტი

ეკონომიკის სამინისტრომ აგრარული უნივერსიტეტის ინვესტიცია დაადასტურა

ეკონომიკის სამინისტრომ ცოდნის ფონდის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიცია ოფიციალურად დაადასტურა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციის აღიარება ჯერ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დაევალა.

"კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა იმ 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციიდან, რაც უმაღლეს განათლებაში განხორციელდა, 9 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა და 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აგრარულ უნივერსიტეტში განახორციელა, რაც სამმა მაღალკვალიფიციურმა აუდიტორულმა კომპანიამაც (მათ შორის, ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ თავს არიდებდნენ ამ ინვესტიციის აღიარებას", - აცხადებს აგრარული უნივერსიტეტი.

კომენტარები