მეწყერი კოლუმბიაში

მეწყერმა კოლუმბიაში 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

Sergio Fajardo / CNN.COM

60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოლუმბიის ჩრდილო დასავლეთში ანტიოკიას პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად. მსხვერპლის რაოდენობა კიდევ ზუსტდება. სტიქიის მიზეზი კოკისპირული წვიმების შედეგად მდინარის ადიდება გახდა.

მეწყერმა, რომელიც ღამის სამ საათზე ჩამოწვა, ერთი სოფელი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქი სალგარი.

სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ სამხედროები და მაშველები მიავლინა. საშიში ზონებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ბოლოს მსგავსი სტიქიური უბედურება კოლუმბიას თავს 2011 წელს დაატყდა, მაშინ 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები