ელიტური კორუფცია

მწვანე ალტერნატივას კვლევამ ელიტური კორუფციის შემთხვევები გამოავლინა

მწვანე ალტერნატივამ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფოს ზეწოლის შემთხვევების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციამ ანგარიში დღეს წარმოადგინა, რომელიც ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას, ენერგოპროექტების და გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობის შესახებ კვლევების შედეგებს აერთიანებს. როგორც მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლები ამბობენ, კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სიტემური პრობლემები და სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ კვლევებში ერთი და იგივე პიროვნებები ფიგურირებენ.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელის ვახტანგ ნაცვლიშვილის განცხადებით, "ის პირობები, რომლებიც განაპირობებდა ელიტურ კორუფციას, დღემდე არის აქტუალური რაღაც სახეცვლილებით. შესაბამისად, როგორც გამოიკვეთა ამ კვლევაში, ელიტური კორუფცია ისევ არის საკითხი, რომელსაც სჭირდება ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე და არამარტო საკანონმდებლო დონეზე".

კვლევის ანგარიში განხილულ სექტორებში გასატარებელი ღონისძიებების და ბრძოლის კუთხით რეკომენდაციებსაც მოიცავს.

კომენტარები