ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

სანიკიძე: აუდიტის სამსახურმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობა დაასრულა

ტაბულა

განათლების მინისტრის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობა დაასრულა და არ გამორიცხავს, რომ დასკვნა დღესვე გასაჯაროვდეს.

"აუდიტის სამსახური შესული კი არა, გამოსულია უკვე და დაამთავრა მუშაობა. ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ, არის თუ არა სხვადასხვა ორგანოში გადასაგზავნი მასალა, ამას საბოლოოდ აუდიტი დაგვიდასტურებს, აუდიტის შედეგები დღეს უკვე შეიძლება საჯარო იყოს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები