თბილისის მერია

მელია: მერია არ ითვალისწინებს ამ ისტორიული ტერიტორიის მნიშვნელობას

ნიკა მელია
epn.ge

თბილისის მერიაში მირზა შაფის პროექტის გამარჯვებული კომპანია დე-მარკი გამოავლინეს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის თქმით, შენობა, რომელსაც კომპანია დე-მარკი ააშენებს, არ იქნება დომინანტი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე.

გამარჯვებულ კომპანიასთან დაკაშირებით პრეტენზიები აქვთ ნაციონალურ მოძრაობას და მოსახლეობის ნაწილს. ისინი დილიდან შეიკრიბნენ მირზა შაფის ქუჩაზე და აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილე არცერთი პროექტი არ შეესაბამება ძველ თბილისს.

"მერია მხოლოდ და მხოლოდ ითვალისწინებს ინვესტორის ინტერესებს და არ ითვალისწინებს ამ ისტორიული ტერიტორიის მნიშვნელობას. ეს არის უძველესი ქუჩა, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი, რომელიც იქნება ბუნებრივი გაგრძელება ამ ისტორიული უბნის. განახორციელო ის მართლაც სამწუხაროდ შიზოფრენიული პროექტი, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ სახით, რასაც მერია სთავაზობს საზოგადოებას, ეს პროექტი აქ ვერასდროს ვერ განხორციელდება და ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს დედაქალაქის მთავრობამ", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.

მირზა შაფის პროექტის კონკურში სულ 11 კონცეფცია იყო წარდგენილი.

კომენტარები