კრიმინალი

ლიბერთი ბანკის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ილია ტ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ღამით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ლიბერთი ბანკის სერვისცენტრში ფარულად შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ილია ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. მოპარული სამი პერსონალური კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები