ვიზალიბერალიზაცია

მერკელი: საქართველო უვიზო რეჟიმისთვის მზად არ არის

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმზე გადასვლა ჯერჯერობით შეუძლებელია, ამ ქვეყნებმა ამისთვის ყველა წინაპირობა უნდა შეასრულონ, - ამის შესახებ გერმანის კანცლერმა ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ანგელა მერკელის თქმით, "ამ ქვეყნების ძალისხმევა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და მათ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი", ევროკომისია კი მათი პროგრესის შემდეგ შეფასებას მიდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას არ ითვალისწინებს.

"ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან არ არის ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, არ უნდა აღვძრათ მცდარი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რასაც ვერ შევასრულებთ", - თქვა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა უკრაინის კრიზისსა და რუსეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის დაბრუნება დიდ რვიანში წარმოუდგენელია.

"რუსეთი პატივს არ სცემს სამშვიდობო შეთანხმებას. სანამ რუსეთი არ აიღებს ვალდებულებას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით იმოქმედოს, დიდი რვიანის ფორმატის დაბრუნება ჩვენთვის წარმოუდგენელია", - აღნიშნა მერკელმა.

კომენტარები