ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები: აუდიტის დასკვნაში მხოლოდ მსუბუქი დარღვევებია

ტაბულა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. დღეს მათ სპეციალური განცხადება გააკეთეს და პრობლემის მოგვარება პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს სთხოვეს. მათი თქმით, განათლების მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა აუდიტის დასკვნა მძიმეა, სიმართლეს არ შეესაბამება. თამარ სანიკიძემ გუშინ თქვა, რომ აუდიტის დასკვნის შედეგების გამო შესაძლოა ხელნაწერთა ცენტრში აუდიტის ეროვნული სამსახური შევიდეს და საქმეში პროკურატურის ჩართვაც გახდეს საჭირო. ცენტრის თანამშრომლების თქმით კი, აუდიტის დასკვნაში მხოლოდ მსუბუქი დარღვევებია და სამართალდამცველების ჩართვა საჭირო არ არის.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულები არიან. ისინი დირექტორის არჩევის უფლების სამეცნიერო საბჭოებისთვის დაბრუნებას, მაკონტროლებელი ორგანოს შეცვლას და რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამ კონკურსის შედეგად ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძე დაინიშნა. მან ბუბა კუდავა შეცვალა. ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ გაფიცვას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.

კომენტარები