რეკლამა

საქართველოს ბანკმა Commerzbank–ის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Commerzbank–ის ჯილდო STP Award 2014 მიიღო საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (Straight Through Processing (STP)) საუკეთესო ხარისხისთვის. STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას ისე, რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება. ხსენებული ჯილდოს მიღება არის საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს.

Commerzbank არის წამყვანი საეართაშორისო კომერციული ბანკი, მისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული. თავის ძირითად საქმიანობას ბანკი გერმანიასა და პოლონეთში ახორციელებს. Commerzbank-ი აფინანსებს გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის 30%-ს და იგი ლიდერია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით. მსოფლიოს მასშტაბით, Commerzbank-ი 1,100 ფილიალისა და 90 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, ემსახურება 15 მილიონ კერძო, ბიზნეს და კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. Commerzbank-ი, რომელიც დაარსდა 1870 წელს, წარმოდგენილია მსოფილოს ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე. 2014 წელს Commerzbank-ის წლიური შემოსავალი, თითქმის 9 მილიარდი ევრო იყო.

კომენტარები