თბილისის მერია

აბესაძე: ნარმანიას შეუძლია გადაწყვიტოს, თავის სახლში რამდენ ნათესავს აცხოვრებს

droanews.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის შეფასებით, "მერის პოზიცია, რომ თავად გადაწყვეტს, რამდენი მრჩეველი ეყოლება, ეს არის საზოგადოების დაცინვა". როგორც აბესაძემ აღნიშნა, დავით ნარმანია "თავის ჯიბიდან არ იხდის მრჩევლების თანხას და პირადი გადაწყვეტილებით, საკუთარი მრჩევლებისთვის ყოველთვიური, მხოლოდ დანამატი 1700 ლარით განსაზღვრა".

ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერმა საზოგადოებას დეტალურად უნდა აუხსნას, რომელ დარგში და რა კვალიფიკაციის მრჩევლები ეყოლება.

"მას შეუძლია გადაწყვიტოს, საკუთარ სახლში რამდენ ნათესავს აცხოვრებს, მაგრამ თბილისის მერიაში თუ რამდენი თანამშრომელი იმუშავებს, ამაზე დეტალური ანგარიში უნდა ჩააბაროს საზოგადოებას", - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.

ცნობისთვის, თბილისის მერის დავით ნარმანიას მოსაზრებით, არავის საქმე არ არის, მას რამდენი მრჩეველი ეყოლება. მერისთვის 5 მრჩევლის დანიშვნის საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. 

"თბილისის მერია არის დიდი უწყება და რაში სჭირდება მრჩევლები, ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად, ეს არის მერიის დისკრეციული უფლებამოსილება. და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სისტემაში და გააგრძელებენ მუშაობას. უბრალოდ, ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები